"ბაღის დიზაინის ხელოვნება"

ბრიტანელი ლანდშაფტის დიზაინერი ენტონი პოლი თბილისში

"ბაღის დიზაინის ხელოვნება"
ღონისძიების ტიპი
ლექცია-სემინარი
თარიღი
24.11.2024 – 24.11.2024
ადგილმდებარეობა
თბილისი
მომხსენებლები
ენტონი პოლი
ლანდშაფტის დიზაინერი,
დიდი ბრიტანეთი

ლანდშაფტის ასოციაციის ორგანიზებით 24 ნოემბერს თბილისს ბრიტანელი ლანდშაფტის დიზაინერი ენტონი პოლი ესტუმრა და ჩაატარა სემინარი თემაზე: ,,ბაღის დიზაინის ხელოვნება - The Art of Designing a Garden“.

წარმოშობით ახალზელანდიელი დიზაინერი 35 წელზე მეტია მოღვაწეობს ლანდშაფტის დიზაინის სფეროში. არის მრავალი პროექტის ავტორი მთელ მსოფლიოში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-სა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.

ენტონი პოლი ცნობილია თავისი ინოვაციური და თანამედროვე ბაღებით. მის ნამუშევრებს მიღებული აქვს პირველი პრემია ტორსანლორენცოს საერთაშორისო კონკურსზე (Torsanlorenzo International Prize), ნომინაციაში ,,კერძო ბაღები”. იგი ასევე არის Waverley District Council-ის სპეციალური ნომინაციის - ,,საუკეთესო კერძო ბაღის”- გამარჯვებული. ასევე კითხულობს ლექციებს ლონდონის ინჩბალდის დიზაინის სკოლაში (Inchbald School of Design).

სემინარის ფარგლებში ენტონი პოლმა მსმენელებს გაუზიარა თავის გამოცდილება, ისაუბრა ხელოვნებისა და ბუნების მნიშვნელობაზე მის შემოქმედებაში, შთაგონების წყაროებზე, დიზაინზე მუშაობისას გეომეტრიის, ქანდაკებების, წყლის ელემენტების, მცენარეებისა და სხვა მასალების გამოყენების თავისებურებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ლანდშაფტის არქიტექტორები, დიზაინერები, მებაღეები, სანერგე მეურნეობების წარმომადგენლები, სტუდენტები და აღნიშნული თემით დაინტერესებული სხვა პროფესიის წარმომადგენლები.