წესები და პირობები
წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს ურთიერთობას ა(ა)იპ „ლანდშაფტის ასოციაციასა“ და მომხმარებელს (წევრს) შორის. ვებგვერდით სარგებლობა ან წევრობაზე განაცხადის შევსება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ მოცემულ პირობებს.
1. წევრობა და საწევრო გადასახადი
ასოციაციის წევრობისთვის დადგენილია საწევრო გადასახადის გადახდა. მოქმედებს წევრობის ორი ტიპი: სტანდარტული (წლირი 350ლ) და სტუდენტური (150ლ) . თანხის გადახდა შესაძლებელია სრულად ან ორ ნაწილად გაყოფით. თანხის დაბრუნების პირობა: გადახდილი საწევრო შენატანი დაბრუნებას არ ექვემდებარება. წევრობის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში, გადახდილი თანხა მომხმარებელს უკან არ უბრუნდება.
2. ღონისძიებები და ტრენინგები
ასოციაცია პერიოდულად მართავს ვებინარებს, ვორქშოფებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებს. მომხმარებლის მიერ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გადახდილი თანხა ბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასოციაცია ვერ უზრუნველყოფს სერვისის მიწოდებას საკუთარი მიზეზით (მაგ: ღონისძიების გაუქმება, თარიღის ცვლილება ასოციაციის მხრიდან და ა.შ.). მომხმარებლის მიზეზით ღონისძიებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თანხა უკან არ ბრუნდება (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ინდივიდუალურად იქნება გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიების აღწერაში).
3. მხარეთა პასუხისმგებლობა
მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის პირადი ნომრისა და საკონტაქტო მონაცემების) სიზუსტეზე. ასოციაცია პასუხისმგებელია სერვისების ხარისხიანად და დროულად მიწოდებაზე.
4. ცვლილებები პირობებში
ა(ა)იპ „ლანდშაფტის ასოციაცია“ იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე.