ჰენრიკ სიომანის მასტერკლასი

მცენარეების მდგრადი გამოყენება ურბანულ გარემოში

ჰენრიკ სიომანის მასტერკლასი
ღონისძიების ტიპი
მასტერკლასი
თარიღი
07.11.2026 – 07.11.2026
ადგილმდებარეობა
თბილისი
რეგისტრაციის ბოლო ვადა
31.10.2026
წევრებისთვის310 ₾
არაწევრებისთვის440 ₾
მომხსენებლები
ჰენრიკ სიომანი
ლანდშაფტის არქიტექტორი,
შვედეთი

მცენარეების მდგრადი გამოყენება ურბანულ გარემოში

​ჰენრიკ სიომანი (Henrik Sjöman) — შვედი არქიტექტორი, მკვლევარი და ურბანული მცენარეულობის წამყვანი ექსპერტი, რომლის კვლევებიც სწორედ ურბანულ სტრესთან მცენარეთა ადაპტაციას ეძღვნება, გაგიზიარებთ მდიდარ გამოცდილებას, თუ როგორ შექმნათ მწვანე, მდგრადი და ფუნქციური გარემო ქალაქში.

​მასტერკლასის ფარგლებში:

  • ​შეიტყობთ, როგორ შევარჩიოთ „მომავლის ხეები“ და მცენარეები მათი ბიოლოგიური, ესთეტიკური და ტექნიკური ფუნქციების გათვალისწინებით.
  • რეალური მაგალითების საფუძველზე გაანალიზებთ ურბანულ გამოწვევებს — ქუჩების გამწვანებიდან და სწორი ნიადაგის შერჩევიდან, რთულ სახურავის ბაღებამდე.
  • იმუშავებთ მცირე ჯგუფებში, შეიმუშავებთ პრობლემის გადაჭრის გზებს და მიიღებთ პირდაპირ უკუკავშირს ექსპერტისგან.

​მასტერკლასზე დასწრებით შეიძინთ პრაქტიკულ ცოდნას მსოფლიო დონის ექსპერტისგან, როგორ აქციოთ ურბანული გამწვანება ხანგრძლივ, მდგრად პროექტად.

"ჩვენ გვჭირდება ხეები, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ რეალურად აუმჯობესებენ ქალაქის მიკროკლიმატს.“

— ჰენრიკ სიომანი