ტური ზემო ხოდაშენის საკონსერვაციო მეურნეობაში

ორგანული სოფლის მეურნეობა, აგრარული ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილების გავლენები

ტური ზემო ხოდაშენის საკონსერვაციო მეურნეობაში
Media 1
Media 2
Media 3
Media 4
Media 5
ღონისძიების ტიპი
ექსკურსია
თარიღი
11.07.2026 – 11.07.2026
ადგილმდებარეობა
სოფ. ზემო ხოდაშენი
რეგისტრაციის ბოლო ვადა
08.07.2026
წევრებისთვის0 ₾
არაწევრებისთვის0 ₾
მომხსენებლები
თამაზ დუნდუა
აგროინჟინერი,
საქართველო

11 ივლისს სოფელ ზემო ხოდაშენის საკონსერვაციო მეურნეობაში შედგა „ლანდშაფტის ასოციაციისა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ერთობლივი შემეცნებითი ტური.

ორგანული სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებით დაინტერესებულმა სტუმრებმა: 

  • გაიცნეს მეურნეობის ბინადრები: აგროინჟინერ თამაზ დუნდუასთან ერთად დაათვალიერეს ტერიტორია, გაეცნენ საკონსერვაციო მეურნეობის მისიასა და ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას.

  • იმსჯელეს აქტუალურ თემებზე: ჩატარდა საინტერესო პრეზენტაცია ორგანული სოფლის მეურნეობის, აგრარული ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების გავლენების შესახებ.

  • ისიამოვნეს ბუნებით: დაისვენეს სუფთა ჰაერზე, ისეირნეს ულამაზეს გარემოში და დღე მეგობრულ ატმოსფეროში

მადლობა  ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მასპინძლობისთვის!