ტური დიღმის ჭალებში
თბილისის ბუნებრივი საგანძური: შემეცნებითი ტური დიღმის ჭალებში

ღონისძიების ტიპი
ექსკურსიათარიღი
25.10.2025 – 25.10.2025ადგილმდებარეობა
თბილისიმომხსენებლები

ანა ტრაპაიძე
ბიოფიზიკოსი,
საქართველო
თბილისის ბუნებრივი საგანძური: შემეცნებითი ტური დიღმის ჭალებში
27 სექტემბერს, ლანდშაფტის ასოციაციის წევრებისთვის მოეწყო საველე ტური თბილისში შემორჩენილ ერთადერთ ჭალის ტყის ლანდშაფტში. ტურს უძღვებოდა ბიოფიზიკოსი და „დიღმის ჭალების მცველების“ წევრი ანა ტრაპაიძე, რომელმაც ვებინარის შემდეგ მონაწილეებს პრაქტიკულადაც გააცნო ამ ეკოსისტემის მნიშვნელობა.
ტურის ფარგლებში მონაწილეებმა:
ანა ტრაპაიძის ხელმძღვანელობით დაათვალიერეს შემოდგომის ჭალის ტყე, ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ტბორები და მტკვრის უნიკალური ბუნებრივი სანაპირო.
მოინახულეს უკანონო კარიერები და ნარჩენებით დაფარული უბნები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ეკოსისტემის მდგრადობას.
სპიკერმა მიმოიხილა დიღმის ჭალების გადარჩენისა და აღდგენისათვის მიმდინარე პროცესები და ამ სივრცის როლი თბილისის ლანდშაფტურ სტრუქტურაში.