თბილისის ლანდშაფტის ფესტივალი 2026

Tbilisi Landscape Festival

თბილისის ლანდშაფტის ფესტივალი 2026
12 ივნისს თბილისის ლანდშაფტის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა!
სამი დღის განმავლობაში ფესტივალმა გააერთიანა ლანდშაფტის არქიტექტორები, დიზაინერები, ფლორისტები, სანერგეები და ბუნების მოყვარული ადამიანები.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ბაღების ინსტალაციები, დიზაინერების პროექტების გამოფენა, ფლორისტული სივრცე და პროფესიული ვორქშოფები.

მადლობას ვუხდით მონაწილეებს, მხარდამჭერებს, სტუმრებს და ყველას ვისაც ოდნავ მაინც მიუძღვის წვლილი, რომ ეს ღონისძიება შემდგარიყო!
განსაკუთრებული მადლობა Wine Factory N1 • ღვინის ქარხანა - ს ფესტივალის მასპინძლობისთვის

ასევე, სანერგე მეურნეობებს:
Sarti Flora - სართი ფლორა - პარტნიორობისთვის
Green Georgia - გრინ ჯორჯია - პარტნიორობისთვის და მონაწილეობისთვის
Greenish Studio • გრინიშ სტუდიო - მონაწილეობისთვის
Garden Tbilisi • გარდენ თბილისი - მონაწილეობისთვის
GreenHall • გრინჰოლი - მონაწილეობისთვის
@newlight - მონაწილეობისთვის
GARDENA - პარტნიორობისთვის
ურბანული ფერმები და სოციალური ბაღები, როგორც ბიომრავალფეროვნების ჰაბები
ურბანული ფერმები და სოციალური ბაღები, როგორც ბიომრავალფეროვნების ჰაბები
ვორქშოფი
ღონისძიების ტიპიმასტერკლასი
თარიღი13.06.2026
ადგილმდებარეობათბილისი, ვ. პეტრიაშვილის ქ.№1, "საძველე"
რეგისტრაციის ბოლო ვადა12.06.2026
წევრებისთვის0 ₾
არაწევრებისთვის0 ₾
ღონისძიების ტიპიმასტერკლასი
თარიღი13.06.2026
ადგილმდებარეობათბილისი, ვ. პეტრიაშვილის ქ.№1, "საძველე"
რეგისტრაციის ბოლო ვადა12.06.2026
Media 1
Media 2
Media 3
Media 4
Media 5
გვანცა ხელაძე
ლანდშაფტის არქიტექტორი, საქართველო
თამაზ დუნდუა
აგროინჟინერი, საქართველო

მასტერკლასის ძირითადი საკითხები:

  • მონაწილეების მცირე ჯგუფებად დაყოფა და საქართველოს დიდი ქალაქების ეკოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირება და  „ეკოლოგიურად მკვდარი“ ზონების (სახურავები, ეზოები, ქუჩები) გამოვლენა.
  • ურბანულ სივრცეში გადაშენების პირას მყოფი ადგილობრივი მცენარეების დამკვიდრების პერსპექტივები.
  • ურბანული ფერმების და სოციალური ბაღების მნიშვნელობა, მათი ადაპტაციის შესაძლებლობები რეკრეაციული ზონების შესაქმნელადწარმატებული მაგალითების განხილვა და მათი ადაპტაცია ქართული რეალობისთვის.

პრაქტიკული ნაწილი:

  • მონაწილეების მცირე ჯგუფები აარჩევენ სემინარის დასაწყისში დაიდენტიფიცირებულ ერთ-ერთ ლოკაციას და სემინარზე განხილული საკითხების გათვალისწინებით შეეცდებიან აღნიშნული პრობლემის მდგრადი ლანდშაფტის დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით გადაწყვეტას.
  • შედეგად წარმოადგენენ სქემატურ ესკიზს, სადაც გადაწყვეტილი იქნება ენდემური სახეობების ურბანულ გარემოში შემოტანის საკითხი. ასევე, გათვალისწინებული იქნება რამდენიმე ირიბი სარგებელი, რომელიც უპასუხებს მდგრადი განვითარების მიზნებს.
 კავკასიური ფლორის პოტენციალი თანამედროვე გამწვანებაში და ჩრდილოგერმანული გამოცდილება
კავკასიური ფლორის პოტენციალი თანამედროვე გამწვანებაში და ჩრდილოგერმანული გამოცდილება
მასტერკლასი
ღონისძიების ტიპიმასტერკლასი
თარიღი14.06.2026
ადგილმდებარეობათბილისი, ვ. პეტრიაშვილის ქ. 1. "საძველე"
რეგისტრაციის ბოლო ვადა13.06.2026
წევრებისთვის0 ₾
არაწევრებისთვის0 ₾
ღონისძიების ტიპიმასტერკლასი
თარიღი14.06.2026
ადგილმდებარეობათბილისი, ვ. პეტრიაშვილის ქ. 1. "საძველე"
რეგისტრაციის ბოლო ვადა13.06.2026
Media 1
Media 2
Media 3
Media 4
Media 5
Media 6
ვასილ გაბუნია
ბიოლოგი, საქართველო

მასტერკლასის მთავარი საკითხები:

  • გლობალური ტენდენციები: მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა ურბანულ გამწვანებაში — ესთეტიკიდან  მდგრადობამდე
  • კავკასიური ენდემები: ადგილობრივი სახეობების პოტენციალი და მათი გამოყენების სპეციფიკური მეთოდები ქალაქის გარემოში
  • ეკოლოგია და დიზაინი: ვიზუალურად ლამაზი და ეკოლოგიურად გამართული პროექტების შექმნა
  • გაზონის ალტერნატივები: ნაკლებხარჯიანი და მრავალფეროვანი მწვანე საფარი ტრადიციული ბალახის ნაცვლად
  • ცოცხალი ინტერაქცია: აქტიური დისკუსია, კითხვა-პასუხი და იდეების გაცვლა