ჭალის ტყეები და ბიომრავალფეროვნება

ჭალის ტყეებისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა ურბანულ და ბუნებრივ გარემოში

ჭალის ტყეები და ბიომრავალფეროვნება
ღონისძიების ტიპი
ლექცია-სემინარი
თარიღი
14.02.2026 – 14.02.2026
ადგილმდებარეობა
თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა №2 (კინოს სახლი)
რეგისტრაციის ბოლო ვადა
01.12.2025
მომხსენებლები
დავით თარხნიშვილი
ზოოლოგი,
საქართველო
ირაკლი მაჭარაშვილი
ზოოლოგი,
საქართველო
ნიკა წიკლაური
კინოდოკუმენტალისტი,
საქართველო

14 თებერვალს, ლანდშაფტის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ურბანულ და ბუნებრივ გარემოში ბიომრავალფეროვნებისა და ჭალის ტყეების მნიშვნელობას.

კინოჩვენება: „სხვა მეზობლები“ ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ნახეს დოკუმენტალისტი რეჟისორის, ნიკა წიკლაურის ფილმი „სხვა მეზობლები“. ეს არის ნამუშევარი გარეულ ფრინველებსა და ცხოველებზე, რომლებიც ჩვენს გარშემო, „ბეტონის ჯუნგლებში“ ცხოვრობენ და რომლებსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ.

პროფესიული დისკუსია: ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია მოწვეულ ექსპერტებთან. ბიოლოგებმა — დავით თარხნიშვილმა და ირაკლი მაჭარაშვილმა — ისაუბრეს ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ჭალის ტყეების როლი ეკოსისტემების შენარჩუნებაში;

  • ბიომრავალფეროვნების დაცვა ურბანულ სივრცეში;

  • ამ უნიკალური მწვანე ზონების სასიცოცხლო მნიშვნელობა ქალაქის განვითარებისთვის.