ორდღიანი ტური ლაგოდეხში
ადგილობრივი ფლორის გაცნობა











ღონისძიების ტიპი
ექსპედიციათარიღი
30.05.2026 – 31.05.2026ადგილმდებარეობა
ლაგოდეხირეგისტრაციის ბოლო ვადა
20.05.2026წევრებისთვის0 ₾
არაწევრებისთვის0 ₾
მომხსენებლები

დაჩი მჭედლიშვილი
სამთო გეოლოგი, რეინჯერი,
საქართველო
30-31 მაისს ლანდშაფტის ასოციაციის მიერ ორგანიზებული ორდღიანი ექსპედიცია ლაგოდეხის ნაკრძალში წარმატებით დასრულდა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ფლორის მრავალფეროვნება და მისი მნიშვნელოვანი ეკოსისტემური როლი ადგილზე, ბუნებრივ გარემოში შეესწავლათ.
ექსპედიციის მსვლელობისას, გამოცდილი რეინჯერის და ადგილობრივი ფლორის მცოდნის, დაჩი მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, ჯგუფმა სსხვადასხვა მარშრუტი გაიარა. მეგზურმა დამთვალიერებლებს გაუზიარა მისი ცოდნა ადგილობრივი მცენარეული სამყაროს, ტყის ეკოსისტემებისა და მათი თავისებურებების შესახებ.