ჰენრიკ სიომანის მასტერკლასი

მცენარეების მდგრადი გამოყენება ურბანულ გარემოში

ჰენრიკ სიომანის მასტერკლასი
ღონისძიების ტიპი
მასტერკლასი
თარიღი
07.11.2026 – 07.11.2026
ადგილმდებარეობა
თბილისი
რეგისტრაციის ბოლო ვადა
31.10.2026
წევრებისთვის310 ₾
არაწევრებისთვის440 ₾
მომხსენებლები
ჰენრიკ სიომანი
ლანდშაფტის არქიტექტორი,
შვედეთი

მცენარეების მდგრადი გამოყენება ურბანულ გარემოში

​ჰენრიკ სიომანი (Henrik Sjöman) — შვედი არქიტექტორი, მკვლევარი და ურბანული მცენარეულობის წამყვანი ექსპერტი, რომლის კვლევებიც სწორედ ურბანულ სტრესთან მცენარეთა ადაპტაციას ეძღვნება, მასტერკლასის განმავლობაში ჰენრიკ სიომანი საკუთარ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გაგიზიარებთ და გასწავლით:

  • როგორ შეარჩიოთ მერქნიანი მცენარეები გააზრებულად და შემოქმედებითად სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტური სივრცისთვის;
  • როგორ შეაფასოთ კონკრეტული ადგილის პირობები მცენარეების შერჩევისას; 
  • როგორ შექმნათ გამწვანება, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ მდგრადი და სიცოცხლისუნარიანიც.

მასტერკლასი გააერთიანებს  თეორიულ ნაწილს, რეალური ქეისების განხილვას, ჯგუფურ მუშაობასა და დისკუსიას.

მონაწილეები იმუშავებენ ქალაქის გარემოსთვის დამახასიათებელ კონკრეტულ შემთხვევებზე — მაგალითად, ქუჩის გამწვანებასა და სახურავის ბაღზე. ჯგუფები გააანალიზებენ არსებულ გამოწვევებსა და სასურველ შედეგს და შეიმუშავებენ საკუთარ იდეებსა და მცენარეულ გადაწყვეტებს. ჯგუფური მუშაობის შემდეგ მონაწილეები საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ, რასაც მოჰყვება საერთო განხილვა. ჰენრიკ სიომანი შეაფასებს შემოთავაზებულ მიდგომებს და მონაწილეებს გაუზიარებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, შესაძლო გადაწყვეტებსა და კონკრეტული მცენარეების შერჩევის პრინციპებს.

მასტერკლასი საინტერესო იქნება:

  • ლანდშაფტის არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის;
  • მებაღეებისა და გამწვანების სფეროს პროფესიონალებისთვის;
  • ლანდშაფტისა და მებაღეობის მიმართულების სტუდენტებისთვის;
  • ყველასთვის, ვისაც მცენარეები, ბაღები, ურბანული გარემო და თანამედროვე ლანდშაფტის დიზაინი აინტერესებს.

მასტერკლასის განრიგი:

09:45 — რეგისტრაცია, მისალმება

10:00 — ლექცია

12:15— ყავის შესვენება

13:00 — ჯგუფური სამუშაო და პრაქტიკული ქეისები

15:00 — ლანჩი

16:00 — ნამუშევრების განხილვა და დისკუსია

17:00— კითხვა-პასუხი

სამუშაო ენა: ინგლისური — უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.

მასტერკლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჰენრიკ სიომანის მიერ ხელმოწერილი მონაწილეობის სერტიფიკატი.

მასტერკლასზე დასწრების პირობები:


თარიღი: 7 ნოემბერი

დრო: 10:00–18:00

ჩატარების ადგილი: საძველე, ვ. პეტრიაშვილის ქ. №


"ჩვენ გვჭირდება ხეები, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ რეალურად აუმჯობესებენ ქალაქის მიკროკლიმატს.“

— ჰენრიკ სიომანი