ლანდშაფტის ლექსიკონი

სარა ქოულსი და ბექა ბეჟანიშვილი

ლანდშაფტის ლექსიკონი
ღონისძიების ტიპი
ლექცია-სემინარი
თარიღი
15.06.2025 – 15.06.2025
ადგილმდებარეობა
თბილისი ჰილსი
მომხსენებლები
ბექა ბეჟანიშვილი
აგრონომი,
საქართველო
სარა ქოულს
ლანდშაფტის არქიტექტორი,
აშშ

ლანდშაფტის ასოციაციის მე-3 კონფერენცია „თბილისი ჰილსში“

15 ივნისს, „თბილისი ჰილსმა“ ლანდშაფტის ასოციაციის რიგით მე-3 კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში დარგის ლიდერებმა საკუთარი გამოცდილება კოლეგებსა და მომიჯნავე სფეროს სპეციალისტებს გაუზიარეს.

მოწვეული სპიკერები:

  • სარა ქოულსი – ლანდშაფტის არქიტექტორი და კომპანია Ruderal-ის დამფუძნებელი.

  • ბექა ბეჟანიშვილი – „თბილისი ჰილსის“ მთავარი აგრონომი.

სიახლეები და ინოვაციური პროდუქტები: კონფერენციაზე შედგა ახალი პროექტის — Tbilisi Hills Landscape-ის პრეზენტაცია. აღნიშნული პლატფორმა გამწვანების სრულ სერვისს სთავაზობს როგორც ბიზნეს სექტორს, ისე კერძო სახლის მფლობელებს.

ღონისძიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაეთმო Tbilisi Hills Landscape-ისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივ, უნიკალურ პროდუქტს. ეს ინოვაცია უზრუნველყოფს შესრულებული ლანდშაფტური სამუშაოების დაზღვევას, რაც სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ ბაზარზე.

ხედვა და მიზნები: ლანდშაფტის ასოციაცია აგრძელებს აქტიურ დისკუსიას ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე და მუშაობს მათი გადაჭრის სტრატეგიულ გზებზე.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Tbilisi Hills-ს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის.