მიწის არქიტექტურა

გასვლითი ვორქშოფი სოფელ ნიჩბისში

მიწის არქიტექტურა
ღონისძიების ტიპი
მასტერკლასი
თარიღი
25.04.2026 – 25.04.2026
ადგილმდებარეობა
ნიჩბისი
რეგისტრაციის ბოლო ვადა
20.04.2026
წევრებისთვის0 ₾
მხოლოდ წევრებისთვის
მომხსენებლები
გივი ჯაყელი
არქიტექტორი,
საქართველო

მიწის არქიტექტურა მრავალათასწლოვანი ტრადიციაა, რომელიც დღეს აქტუალობას კვლავ იბრუნებს თავისი ეკოლოგიურობისა და ენერგოეფექტურობის გამო.

საგანმანათლებლო-პრაქტიკულ გასვლითი ვორქშოფის ფარგლებში გექნებათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, არქიტექტორ გივი ჯაყელთან ერთად პრაქტიკულად შეისწავლოთ მიწის არქიტექტურის პრინციპები;
ბატონი გივი გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და მასთან ერთად ადგილზევე:

  • ჩავატარებთ მიწის ანალიზს;
  • დავამზადებთ სამშენებლო ბლოკებს ტკეპნილი მიწის მეთოდით;
  • გამოვძერწავთ ალიზის აგურებს.

ეს არის იდეალური შანსი, საკუთარი ხელით შეეხოთ მასალას, რომელიც წარსულისა და მომავლის ტექნოლოგიების სინთეზს წარმოადგენს.

დეტალები:
დრო: 09:30 – 16:00
ლოკაცია: მცხეთის რაიონი, სოფელი ნიჩბისი