შემეცნებითი ტური საამურის ტბაზე

ბუნება, ჭალის ტყე, სამებაღეო პრაქტიკა

შემეცნებითი ტური საამურის ტბაზე
ღონისძიების ტიპი
ექსპედიცია
თარიღი
27.09.2026 – 27.09.2026
ადგილმდებარეობა
წნორი
რეგისტრაციის ბოლო ვადა
26.09.2026
წევრებისთვის80 ₾
არაწევრებისთვის130 ₾
მომხსენებლები
თენგო ბინიაშვილი
.,
საქართველო

ლანდშაფტის ასოციაცია გიწვევთ შემეცნებით ტურში სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საამურის ტბაზე.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ტერიტორია და გაეცნონ ადგილობრივ ფლორას. ჩვენი მასპინძელი, თენგო ბინიაშვილი, სტუმრებს გაუზიარებს  უნიკალური ტბის შექმნა-გაცოცხლების საინტერესო ისტორიას, შევეხებით  ალაზნის პირას არსებული ჭალის ტყის თავისებურებებს, დავაკვირდებით არსებულ და ტერიტორიის მფლობელის მიერ დარგულ მცენარეულობას. 

თეორიულ ცოდნასთან ერთად, ტური მოიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც — გამოცდილი მებაღის, ვახო ბარათაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეები ჩაერთვებიან მცირე დეკორატიული კომპოზიციის მოწყობაში.

დღის ბოლოს კი გელოდებათ მყუდრო პიკნიკი და სადილი ტბის პირას.

დღის განრიგი (27 სექტემბერი):

  • 09:00 — გამგზავრება თბილისიდან

  • 12:00 — ყავის შესვენება 

  • 12:30 — ტბის შექმნის ისტორია (მასპინძელი: თენგო ბინიაშვილი)

  • 13:00 — ტერიტორიის დათვალიერება, არსებული და მასპინძლის მიერ დარგული მცენარეულობის შესწავლა

  • 15:00 — სამებაღეო პრაქტიკა: მცირე დეკორატიული კომპოზიციის მოწყობა

  • 17:00 — პიკნიკი ტბის პირას

    გაატარეთ შემოდგომის ერთი დღე ბუნებაში და შეიძინეთ პრაქტიკული გამოცდილება!