ლანდშაფტის ასოციაციის წლიური შეხვედრა

2026 წლის შეჯამება და და სამომავლო გეგმების გაზიარება

ლანდშაფტის ასოციაციის წლიური შეხვედრა
ღონისძიების ტიპი
ლექცია-სემინარი
თარიღი
19.12.2026 – 19.12.2026
ადგილმდებარეობა
თბილისი
რეგისტრაციის ბოლო ვადა
17.12.2026
წევრებისთვის0 ₾
არაწევრებისთვის0 ₾
მომხსენებლები
ვოიტეკ გრაბჩევსკი
-,
პოლონეთი

19 დეკემბერს ლანდშაფტის ასოციაციის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება

ლანდშაფტის ასოციაცია იწვევს წევრებს, მეგობრებსა და პარტნიორებს წლის მთავარ შემაჯამებელ შეხვედრაზე!

19 დეკემბერს, თბილისში, ერთად შევაჯამებთ 2026 წელს და გაგიზიარებთ 2027 წლის მნიშვნელოვან გეგმებსა და პერსპექტივებს.

ღონისძიების ფარგლებში გვეყოლება მოწვეული სტუმარი — პოლონური ცნობილი სანერგეს, „სართიფლორა“-ს ხელმძღვანელი ვოიტეკ გრაბჩევსკი (Wojtek Grabczewski).

შეხვედრის თემები:

  • სანერგეებსა და გამწვანების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები;

  • პარალელები და გამოცდილების გაზიარება პოლონეთსა და საქართველოს შორის;

  • ინტერაქციული ნაწილი — კითხვა-პასუხის რეჟიმი სპიკერთან.

დღის ბოლოს კი გელოდებათ წინასაახალწლო სადილი, სადაც სასიამოვნო და არაფორმალურ გარემოში შეძლებთ კოლეგებთან ურთიერთობას.

თარიღი: 19 დეკემბერი, 2026 წელი

შეხვედრის ადგილი: თბილისი

გელოდებით, ერთად შევაჯამოთ გასული წელი და დავგეგმოთ მწვანე მომავალი!