სტეფანო მარინაზის მასტერკლასი

სტეფანო მარინაზი და ადელ სეგესდი ნატურალისტური ბაღების შესახებ

ყველა ღონისძიება
სტეფანო მარინაზის მასტერკლასი
Media 1
Media 2
მომხსენებლები
სტეფანო მარინაზი
ლანდშაფტის არქიტექტორი,
ნიდერლანდები
ღონისძიების ტიპი
მასტერკლასი
თარიღი
08.11.2025
ადგილმდებარეობა
თბილისი, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია

8 ნოემბერს ლანდშაფტის ასოციაციის ინიციატივით გაიმართა Stefano Marinaz Landscape Architecture (SMLA) დამფუძნებელის(ლონდონსა და უტრეხტში), ბაღის დიზაინერთა საზოგადოების სრული წევრის, ლანდშაფტის ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებული ლანდშაფტის არქიტექტორის სტეფანო მარინაზისა და მისი თანაშემწის ლანდშაფტის არქიტექტორის ადელ სეგესდის მასტერკლასი

სტეფანო მარინაზი გამოირჩევა განსხვავებული ხედვით და სტილისტიკით, მუშაობს მრავალფეროვან პროექტებზე — ცოცხალი ურბანული ბაღებიდან დაწყებული მშვიდი ქალაქგარე ლანდშაფტებით დასრულებული. ცნობილია ნატურალისტური და მინიმალისტური დიზაინის ესთეტიკით. მისი დიზაინი ქმნის ცოცხალ ჰაბიტატებს ფრინველებისა და მწერებისთვის, ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას და ბუნებრივი სამყაროს აღდგენას.

სწორედ ამ იდეით შექმნილი ბაღების მაგალითზე გაუზიარა მუშა პროცესის ყველა ეტაპი, პროექტის იდეიდან მის რეალიზებამდე დამსწრე საზოგადოებას.

მასტერკლასმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც კითხვა-პასუხის ნაწილში მონაწილეების აქტიურობამაც დაადასტურა

მადლობა ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის

ასევე იხილეთ