ორდღიანი ვორქშოფი წინანდალში
ორდღიანი ვორქშოფი წინანდალში: ისტორია და თანამედროვე გეგმარება



ორდღიანი ვორქშოფი წინანდლის მამულში: ისტორია და თანამედროვე გეგმარება
ლანდშაფტის ასოციაციის ინიციატივით, წინანდლის ისტორიულ მამულში ჩატარდა ორდღიანი პროფესიული ვორქშოფი, რომელშიც 30-მა დაინტერესებულმა პირმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების სინთეზს ავთენტურ გარემოში.
ვორქშოფის პირველი დღე სრულად დაეთმო პრაქტიკულ საქმიანობას. მონაწილეები გადანაწილდნენ სამუშაო ჯგუფებში და სპეციალური დავალების მიხედვით შეიმუშავეს ლანდშაფტის დიზაინისა და გეგმარების საკუთარი ვერსიები. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა თამარ თავართქილაძე, რომელმაც ჯგუფებს პროფესიული კონსულტაცია გაუწია პროექტების დამუშავების ეტაპზე.
მეორე დღე შემეცნებით ტურს დაეთმო. ბაღის დიზაინერმა ქეთევან გელაშვილმა მონაწილეებს დაათვალიერებინა წინანდლის ბაღი და მიმოიხილა შემდეგი საკითხები:
- წინანდლის ბაღის ისტორიული მნიშვნელობა და მისი გეგმარების მთავარი პრინციპები
ბაღში არსებული უნიკალური მცენარეების სახეობრივი მრავალფეროვნება და მათი დღევანდელი მდგომარეობა.
ლანდშაფტის ასოციაციისთვის მსგავსი გასვლითი, პრაქტიკული ღონისძიებები ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და კვლავაც შეუწყობს ხელს დარგის პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაზიარებას.